გაყინული გზის გამო რუსთავის გასასვლელში ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა - ერთი სამგზავრო მიკროავტობუსია

12.01.23 11:45
გაყინული გზის გამო რუსთავის გასასვლელში ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა - ერთი სამგზავრო მიკროავტობუსია

მოყინული გზის გამო ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავის გასასვლელში. ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა.

ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

რუსთავიდან გაჩიანის ხიდამდე გზის გარკვეული ნაწილი გაყინულია და ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ. 5 მანქანას შორის 1 სამგზავრო მიკროავტობუსია, 1 ავტომობილი კი გზიდან გადავარდა.

არსებული ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავდა.