ძალადობაში დადანაშაულებული აჩიკო მეფარიძის საქმის არსებითი განხილვა 25 იანვარს დაიწყება
ძალადობაში დადანაშაულებული ცნობილი მომღერლის აჩიკო მეფარიძის საქმის არსებითი განხილვა 25 იანვარს, 16:00 საათზე დაიწყება.
აღნიშნული გადაწყვეტილება დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გამოაცხადა.
პროცესს ესწრებოდა სავარაუდო დაზარალებული ლელა ჯუღელიც.
თავად აჩიკო მეფარიძე კი სასამართლო პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ გამოძიებას მომღერლის წინააღმდეგ აქვს ვიდეო კამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად მეფარიძე მანქანაში მყოფ ქალს. პარკირების გამო დაწყებული დაპირისპირება ბრალდებულ მომღერალს შესაძლოა პატიმრობად ან გამოსასწორებელ სამუშაოდ დაუჯდეს.