სტიქიის მეორე დღე სამეგრელოში - ძლიერმა ქარმა ზუგდიდსა და ფოთში კვლავ პრობლემები შექმნა

12.01.23 12:34
სტიქიის მეორე დღე სამეგრელოში - ძლიერმა ქარმა ზუგდიდსა და ფოთში კვლავ პრობლემები შექმნა

სტიქიის მეორე დღეს სამეგრელოში - ძლიერმა ქარმა კვლავ პრობლემები შექმნა. ზუგდიდსა და ფოთში დაზიანებულია ინსფრასტრუქტურა, მოგლეჯილია ხეები და გზების ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოებისა და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე გადაადგილება შეზღუდულია.

განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ფოთში, სადაც გუშინ ერთი ადამიანი დაშავდა. ამასთან, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. პარალელურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა.