მოყინული გზები, მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული სახლები და სამოქალაქო ინფრასტქურა. თბილისსა და რეგიონებში სტიქია მძვინვარებს. თბილისისთვის სამი გრადუსი ყინვა საკმარისი აღმოჩნდა, რომ გზებზე სრული კოლაფსი შექმნილიყო. მუნიციპალურ ტრანსპორტს გადაადგილება უჭირდა.
ხალხი სამსახურებში ფეხით წავიდა. მძიმე იყო ვითარება გარეუბნებში, სადაც გზები სრულად მოიყინა.
ერთი საათის წინ მერიამ მარილი მოაყარა. ამჟამად გადაადგილება შედარებით აღდგა.
"სამსახურში ფეხით მივდივარ, ტრანსპორტი არ მოდის, ისნიდან მოვდივართ ერთი საათია. მინიციპალური ავტობუსი დგას აგერ, ვერ მიდის, საბურავები არ მივარგაო", - ამბობენ მოქალაქეები.
“საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.“
კობახიძეს უფლებამოსილება 13 ოქტომბრიდან შეუწყდა.
ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? - პაატა მანჯგალაძე