გურიაში, სტიქიის შედეგად წაქცეული ხე მამაკაცს დაეცა - 35 წლამდე მამაკაცი ქუთაისის კლინიკაში გადაჰყავთ

12.01.23 13:16
გურიაში, სტიქიის შედეგად წაქცეული ხე მამაკაცს დაეცა - 35 წლამდე მამაკაცი ქუთაისის კლინიკაში გადაჰყავთ

ლანჩხუთში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. 35 წლამდე მამაკაცი მანქანით გადაადგილდებოდა ცენტრალურ გზაზე, რა დროსაც მას ხე დაეცა.

მამაკაცი ქუთაისის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ამ დრომდე ებრძვიან სტიქიას გურიაში. ძლიერმა ქარმა ლანჩხუთში  50-მდე ხე წააქცია, დაზიანებულია გაზსადენის მილები და ელექტრო გადამცემი ხაზები. რამდენიმე სოფელი და ქალაქი გაზის და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.   

ლანჩხუთში ქარმა 100ზე მეტ სახლს გადახადა სახურავი. სახურავი დაუზიანდა პოლიციის სამმართველოსაც. დაზიანებულია რამოდენიმე სავაჭრო ობიექტი. მერიის სამსახურები  საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. გასულები არიან დაზიანებულ ობიექტებზე და პარალელურად ითვლიან ზარალს.

ანალოგიური მდგომარეობაა ჩოხატაურში, სადაც რამდენიმე ცენტრალურ გზაზე მოძრაობა შეფერხებულია უსაფრთხოების გამო. ძლიერმა ქარმა მრავალწოვანი ნაძვები სრულად მოთხარა. დააზიანა ელექტრო გადამცდმი ხაზები, გაზის მილები, საცხოვრებელი სახლები