უამინდობა რეგიონებში - ძლიერმა ქარმა იმერეთში სახლები და ელექტოგადამცემი ბოძები დააზიანა
უამინდობა და დაბალი ტემპერატურა რეგიონებში - იმერეთში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები, სამოქალაქო ინფრასტუქტურა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, მოგლეჯილია ხეები.
სტიქიის შედეგად ქუთაისში 70-მდე სახლი დაზიანდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ცნობით, სამასზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.
მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
რა ზარალი გამოიწვია სტიქიამ იმერეთში, ამ დროისთვის ინფორმაცია არ არსებობს.