აჩიკო მეფარიძეს ძალადობის გარდა მუქარასაც ედავებიან - მომღერალი პროცესზე არ გამოცხადდა
აჩიკო მეფარიძეს ძალადობის გარდა მუქარასაც ედავებიან - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.
თავად მომღერალი პროცესზე არ გამოცხადდა. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება, მაგრამ მეფარიძის ადვოკატმა მოსამართლეს ჯანმრთელობის ცნობა ვერ წარუდგინა.
დღეს პროკურორი და ადვოკატი საამართლო დარბაზში განიხილავდნენ წაყენებულ ბრალდებას. 25 იანვირიდან უკვე მოწმეების დაკითხვის ეტაპი დაიწყება.
პროკურორი ამბობს, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებაა იმისთვის, რომ აჩიკო მეფარიძე სასჯელის სახით პატიმრობა მიესაჯოს.
ადვოკატი კი ამბობს, რომ ყველა მტკიცებულება, რომელიც პროკურატურამ მოიპოვა, არ ამტკიცებს მომღერლისთის წაყენებულ ბრალდებას.
გამოძიებას მომღერლის წინააღმდეგ აქვს ვიდეო კამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად მეფარიძე მანქანაში მყოფ ქალს. პარკირების გამო დაწყებული დაპირისპირება ბრალდებულ მომღერალს შესაძლოა პატიმრობად ან გამოსასწორებელ სამუშაოდ დაუჯდეს.