სენაკში ხე მიკროავტობუსს დაეცა - დაშავებულია 3 ადამიანი (ფოტორეპორტაჟი)

12.01.23 14:40
 სენაკში ხე მიკროავტობუსს დაეცა - დაშავებულია  3 ადამიანი (ფოტორეპორტაჟი)

ძლიერი ქარის გამო სენაკში ხე წაიქცა და სამარშრუტო მიკროავტობუსს დაეცა.

შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 2 სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, მესამე პირმა კი მოტეხილობის ჩივილით სამედიცინო დაწესებულებას თვითდინებით თავად მიმართა.

დაშავებულებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.