თბილისი სტიქიას მოუმზადებელი შეხვდა - ოპოზიცია დედაქალაქის მერის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

12.01.23 15:11
თბილისი სტიქიას მოუმზადებელი შეხვდა - ოპოზიცია დედაქალაქის მერის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

თბილისისა და ქვეყნის სხვა ქალაქების მთავრობა სტიქიას მოუმზადებელი ხვდება. სამ გრადუსიანი ყინვა საკმარისი აღმოჩნდა, რომ დღეს დილიდან დედაქალაქი პარალიზებული ყოფილიყო.

ოპოზიცია დედაქალაქის მერისა და მისი გუნდის პასუსიხმგებლობის საკითხს აყენებს.

ქალაქს ამაზე დიდი თოვლიც ახსოვს და ყინვებიც, მაგრამ რაღაცნაირად საქალაქო სამსახურები ახერხებდნენ გზების გაწმენდას, მაგრამ როგორც ჩანს, კალაძეს ახლა ამისთვის და თბილისელებისთვის არ სცალია.

21-ე საუკუნეა და არსებობს ტექნიკა, რომელიც თავად ახდენს გზებზე ტექნიკური მარილის დაყრას. თავის პიარში რომ ხარჯავს კალაძე 5 მილიონზე მეტს და კიდევ სხვა სისულეებში, ამ ფულით ასეთი ტექნიკა რომ ეყიდა, ქალაქი ასეთი პრობლემის წინაშე არ იქნებოდა - ამბობს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ირაკლი ნადირაძე. 

მეტეოროლოგების პროგნოზით, საქართველოში უამინდობა ციმბირის ციკლონმა გამოიწვია, რომელიც ქვეყანაში 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.