"არაჟნის იმაში რომ ჩაჯდები და შემოხვალ, მერე ამბობენ, რატო არ ყვირიო, Free ვიცი კარტოფილი მე" - მეუფე სააკაშვილზე
ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი)ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხსაც გამოეხმაურა.
„კაცი, რომელიც ამბობს, რომ მე უნდა გამათავისუფლოთ იმიტომ, რომ მე ვერ ვეგუები ციხეს, რომელი ასეთი ადამიანი გაათავისუფლა რომელიმე ციხემ და რატომ არის მთელი მსოფლიო ამაზე დარაზმული? მეუბნები, ჩვენ ქართველები დებილები ვართ, რატომ არ ვდგებით ყველა, ქუდზე კაცი და რატომ არ ვყვირით free, რაღაცა. Free ვიცი კარტოფილი, კარგია, გემრიელია და სხვა free რა არის ვერ გავიგე. თუ რამე სწორად გინდა გააკეთო, მაშინ გააკეთე ის, რაც არის სწორი ქვეყნისთვის. იცით, რომ შეცდომაში შევიდა ის საწყალი და აქ, არავინ ძალით არ წამოათრევდა. არაჟნის იმაში რომ ჩაჯდები, შემოხვალ და იქ, რაღაც თავს გაიმაიმუნებ და მერე კიდევ მაიმუნობ იქ, სადაც ზიხარ, რა გავაკეთოთ ახალა ჩვენ, გიყუროთ და რა? შოუა, მასკარადია, თუ რა ხდება? იქიდან გარეთ, ვითომ არ იციან რაც იყო და როგორ იყო. აქაც ვიღაცებმა, თურმე ახლა გაიგეს რომ „მშვიდობის მტრედია“, ყველაფერი ძალიან მაგრად გააკეთა, ჩვენი ქვეყანა ჰაერში აიყვანა ისეთი ლამაზი ქვეყანა გახადა. ჩვენი ქვეყანა ლამაზია ღვთისგან“- განაცხადა მეუფე სტეფანემ.