ამ წუთებში, სენაკში დაშავებული სამი პირიდან ორი ქუთაისის კლინიკაში რეანომობილით გადაჰყავთ

12.01.23 17:06
ამ წუთებში, სენაკში დაშავებული სამი პირიდან ორი ქუთაისის კლინიკაში რეანომობილით გადაჰყავთ

სენაკში დაშავებული სამი პირიდან ორი ადამიანი ამ წუთებში, ქუთაისის კლინიკაში გადაჰყავთ.

მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მათ ქირურგიული ჩარევა სჭირდებათდ ა სწორედ ამიტომ რეანომობილით ქუთაისში გადაჰყავთ. 

ერთი პირი რჩება სენაკის კლინიკაში. მას ყბა-სახის მოტეხილობები აღენიშნება და ადგილობრივ საავადმყოფოში გააგრძელებს მკურნალობას.

დასავლეთ საქართველოშ მეორე დღეა სტიქია მძვინვარებს. სენაკში, აბაშაში, ზუგდიდში, ხობსა და ფოთში, სადაც ქარმა ასწლოვანი ხეები, სახლები და ინფრასტრუქტურა დააზიანა.