35 წლის კაცს, რომელსაც ლანჩხუთში ხე დაეცა, ქუთაისში ოპერაციას უკეთებენ - მისი მდგომარეობა მძიმეა
35 წლის კაცს, რომელიც ლანჩხუთში მოგლეჯილი ხის დაცემის შედეგად დაშავდა, ამ წუთებში საკმაოდ რთულ ოპერაციას უკეთებენ, რომელიც 2 საათს გაგრძელდება.
მედიკოსები კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ მამაკაცის მდგომარეოაბა არის მძიმე, აქვს მრავლობითი მოტეხილობები, რომელიც მან ავტომობილში ჯდომის დროს ხის დაცემისას მიიღო.
დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს. მოგლეჯილია ხეები, დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსები, სასკოლო ინფარქსტუტურა, კერძო სახლები.