შოთა ტყეშელაშვილი საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს

12.01.23 18:20
შოთა ტყეშელაშვილი საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს

საპროკურორო საბჭომ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით ახალი თავმჯდომარე აირჩია. შოთა ტყეშელაშვილი საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს 2 წლის ვადით დაიკავებს.

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეობა ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად გარკვეული პასუხისმგებლობა და გამოწვევაც.

ყველამ კარგად ვიცით რომ საპროკურორო საბჭოს საქმიანობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა პროკურატურის დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ ფუნქციონირებაში.

შესაბამისად გპირდებით, რომ თქვენთან ერთად, იგივე ენთუზიაზმით მივიღებ მონაწილეობას საპროკურორო საბჭოს საქმიანობის განხორციელებაში - განაცხადა შოთა ტყეშელაშვილმა.  

საპროკურორო საბჭოს  თავმჯდომარის პოზიციას ამ დრომდე პროკურორი  მერაბ ჯერანაშვილი იკავებდა.