15 გრადუსი ყინვა და ძლიერი ქარი - საქართველოს რეგიონებში სტიქიის გაძლიერებას ელოდებიან
15 გრადუსიანი ყინვა და კიდევ უფრო ძლიერი ქარი - რეგიონებში სტიქიის გაძლიერებას ელოდებიან. საქართველოს ციმბირის ციკლონი უტევს.
დაზიანებული სახლები და გზები, წაქცეული ხეები და ბოძები, ელექტრონერგიისა და ბუნებრივი არის გარეშე დარჩენილი ქალაქები და სოფლები, პარალიზებილი დედაქალაქი - ამ რეალობაში გაიღვიძა დღეს ქვეყანამ. უკიდურესად მძიმე ვითარებაა დასავლეთ საქართველოში.
გურიაში საგანგებო მდგომარეობაა. ხალხს გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ. ძლიერმა ქარმა 100- ზე მეტი სახლს სახურავი ახადა და ათეულობით ხე მოგლიჯა. არიან დაშავებულები. ერთ-ერთი მოგლეჯილი ხე ავტომანქანას დაეცა. მძღოლი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
წაქცეულმა ხემ მიკროავტობუსი მოიყოლა სამეგრელოშიც. სამი ადამიანია დაშავებული. ორის მდგომარეობა მძიმეა და ისინი ქუთაისში გადაიყვანეს. რეგიონში სულ 600 სახლია დაზიანებული. მათ შორის 30 კორპუსი.
მიყენებულ ზარალს ითვლიან ქუთაისშიც. ქარისგან მოგლეჯილი ხე კორპუსს დაეცა, სადაც 50 ოჯახი ცხოვრობს. ქალაქის ნაწილს დენი და წყალი არ მიეწოდება. აღგენითი სამუშაოები ვერ იწყება რთული კლიმიტაური პირობების გამო.
უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.