მოყინული გზები და კილომეტრიანი საცობები - თბილისი სტიქიას მოუმზადებელი შეხვდა

12.01.23 18:40
მოყინული გზები და კილომეტრიანი საცობები - თბილისი სტიქიას მოუმზადებელი შეხვდა

თბილისი დილიდან პარალიზებული იყო - ციმბრის ციკლონმა არც დედაქალაქი დაინდო. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ დიდი  თოვლი  და ძლიერი ყინვა არ იყო, მოყინული გზები და კილომეტრიანი საცობები თითქმის ყველა რაიონში შეიმჩნეოდა.

 თბილისი მცირე ნალექსაც მოუმზადებელი შეხვდა. მერიის შესაბამისი სამსახურები მოსახლეობას დილიდან არწმუნებდა, რომ ტექნიკური მარილის მოყრა 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ქალაქში შექმნილი სურათი სულ სხვა რამეზე მეტყველებდა.

გაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მოსახლეობა, რომელიც იძულებული იყო დანიშნულების ადგილამდე ფეხით მისულიყო.

უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.