დაზიანდა 600 სახლი, 36 კორპუსი, 5 საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი - სამეგრელოში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ადგენენ

13.01.23 10:22
დაზიანდა 600 სახლი, 36 კორპუსი, 5 საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი - სამეგრელოში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ადგენენ

სამეგრელოში სტიქიისგან მიყენებული ზარალის პირველი ეტაპი ცნობილია: ნაწილობრივ ან მთლიანად დაზიანებულია 600-ზე მეტი კერძო სახლის სახურავი, ქარმა 36-ზე მეტ საცხოვრებელ კორპუსს სახურავი დაუზიანა, დაზიანებულია 5 საჯარო სკოლის, 5 საბავშვო ბაღის, ორი ამბულატორიისა და 10 ადმინისტრაციული შენობის სახურავიც.

ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩენილია 100-მდე სოფელი, ,,ენერგო პრო ჯორჯიას" ბრიგადები ამ დროისათვის აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს. 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.