ზუგდიდის ცენტრში საახალწლო ნაძვის ხეს შლიან

13.01.23 10:33
ზუგდიდის ცენტრში საახალწლო ნაძვის ხეს შლიან

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხის დაშლა დაიწყეს.

ქალაქის მერიამ გადაწყვეტილება სტიქიისგან გამოწვეული საფრთხის გამო მიიღო. 

ძლიერი ქარის გამო ზუგდიდის რაიონში 966 კერძო საცხოვრებელი სახლი და 38 კორპუსი დაზიანდა.