სტიქიას გურიაში მსხვერპლი მოჰყვა - 22 წლის მამაკაცი ხის დაცემის გამო გარდაიცვალა

13.01.23 11:10
სტიქიას გურიაში მსხვერპლი მოჰყვა -  22 წლის მამაკაცი ხის დაცემის გამო გარდაიცვალა

სტიქიას გურიაში 22 წლის მამაკაცი  ემსხვერპლა.  ახალგაზრდა გურიის სოფელ ლესას ტერიტორიაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ხე დაეცა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ახალგაზრდა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. ინფორმაციას ლანჩუთის მერი ,,პირველებს" უდასტურებს.

მძიმეა ასევე სოფელ ლესასთან ხის დაცემის გამო დაშავებული 35 წლის მამაკაცის მდგომარეობა. მას უკვე 2 გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმები ამ დროისთვის დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ.

ძლიერი ქარის გამო დასავლეთ საქართველოს ქალაქები და სოფლები დენის გარეშეა დარჩენილი, ამიტომაც ,,ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომლებს ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში უწევთ მუშაობა. გათიშული აბონენტების  რაოდენობა ჯერაც დათვლილიც არაა.