საქალაქო სასამართლოში სოსო გოგაშვილის საქმის განხილვა განახლდა
საქალაქო სასამართლოში სოსო გოგაშვილის საქმის განხილვა განახლდა, რომელიც დახურულ ფორმატში გაიმართება.
დღეს ბრალდების მოწმეები გამოიკითხებიან, თუმცა, მაგრამ ჯერ დაცვის მხარემ არ იცის, კონკრეტულად ვის მიყვანას გეგმავს პროკურატურა სასამართლოში.
ბრალდების მხარეს მოჰყავს მოწმეები, ესენი არიან სამართალდამცველები და ტექნიკური პერსონალი, ვინც გამოძიებას ინფორმაციის გამოთხოვაში დაეხმარა.
ამ საქმეს სამართლიანობასთან ნაკლები კავშირი აქვს, უფრო პოლიტიკასთანაა კავშირში. - აცხადებს გოგაშვილის ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე.