სარფის საბაჟოზე აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს, რომლებსაც დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქრო გადაჰქონდათ

13.01.23 12:27
სარფის საბაჟოზე აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს, რომლებსაც დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქრო გადაჰქონდათ

საქართველოს საზღვარზე  აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს, რომლებსაც დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩნდათ. მათ საიუველირო ნაკეთობები სატვირთო ავტომანქანებით თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით გადაჰქონდათ. საუბარია ხუთასი ათას ლარზე მეტის ღირებულების ოქროზე.  

სარფფში აღმოჩენილი არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით.

აზერბაიჯანის მოქალაქეებს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.