დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო

13.01.23 14:25
დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო

დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო. ქუთაისის და წყალტუბოს აბონენტების უმეტესობას უკვე აღუდგა ენერგომომარაგება. ასევე ელექტროენერგია მიეწოდა სამტრედიის აბონენტების ნაწილს. ინფორმაცია ,,ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს. 

,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური ამ წუთებშიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს. სტიქიის გამო გამოწვეული დაზიანების ადგილებში არიან სხვა რეგიონებიდან წამოსული დამატებითი ტექნიკური ბრიგადები. 
ელექტროენერგია უკვე მიეწოდა ქუთაისს, წყალტუბოს, სამტრედიას, ასევე ზუგდიდის, ხობის და სენაკის და ლანჩხუთის მოსახლეობის ნაწილს.
სარეაბილიტაციო სამუშაობი კვლავ საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს და გაგძელდება იქამდე, სანამ ყველა აბონენტს არ აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება
- ნათქვამია ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" განცხადებაში