გურიაში სტიქიას 22 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა - რას უყვებიან "პირველებს" თვითმხილველები

13.01.23 15:04
გურიაში სტიქიას 22 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა - რას უყვებიან "პირველებს" თვითმხილველები

გრიგოლეთი-სამტრედიის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მომხდარი შემთხვევის შესახებ, რომელსაც 22 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

თვითმხილველები ყვებიან, რომ სოფელ ლესაში მომხდარი ავარიის დროს მანქანაში ასევე იმყოფებოდა 3 ახალგაზრდა, რომლებიც ყუვნებლად გადარჩნენ. სწორედ ამ სამმა პირმა გადმოიყვანა მანქანიდან გარდაცვლილი მძღოლი.

"3 ახალგაზრდა უვნებლად გადარჩა. პოლონეთიდან ჩამოსული ბიჭები იყვნენ, სამუშაოდ იყვნენ იქ.  წყალტუბოში მიდიოდნენ. მძღოლი 22 წლის იყო, ამ ბიჭებმა მითხრეს, მათ გადმოუყვანიათ საწყალი მანქანიდან. ასეთი ქარი ამ ხნის კაცი ვარ და არ მახოსვს. კი ხე წაქცეულა, მაგრამ ამ რაოდენობით არა", - ამბობს თვითმხილველი. 

ირკვევა, რომ ორ დღეში გზის ამ მონაკვეთზე ტრაგედიის უკვე მეორე შემთხვაა.

ძლიერი ქარი და უამინდობაა გურიაში ისევ მძვინვარებს. წაქცეული ხეების გამო გზები იხერგება. დაზიანებულია სახლები, სკვერები, მოედნები,  ელექტროგადამცემი ბოძები და საახალწლო განათებები.

უამინდობა რეგიონში ხვალამდე გაგარძელდება.