ხეთაში ავტობუსს ხე დაეცა

13.01.23 16:10
ხეთაში ავტობუსს ხე დაეცა

ხობის რაიონის სოფელ ხეთაში ძლიერი ქარისგან დაზიანებული ხე ავტობუსს დაეცა. 

შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან.

"თბილისი- ზუგდიდის რეისს ავსრულებდი, 6 საათი იქნებოდა, ძლიერი ქარი იყო. დავინახე რომ ხე ვარდებოდა. ღმერთის წყალობით დავინახე და გადავარჩინე მგზავრები და ჩემი თავიც", - ამბობს მძღოლი.