არანაირი შეთანხმება არ ყოფილა - ,,ემპათიას" ხელმძღვანელი გორის ჰოსპიტალის ექიმს სიცრუეში ამხელს

13.01.23 17:56
არანაირი შეთანხმება არ ყოფილა -  ,,ემპათიას" ხელმძღვანელი გორის ჰოსპიტალის ექიმს სიცრუეში ამხელს

მთელი დღეა, განხილვის მთავარ თემად იქცა მიხეილ სააკაშვილის სია. გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედიკოსმა, რომელიც სააკაშვილის მკურნალი ექიმი იყო, განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტს ,,ემპათიასთან" შეთანხმებული პროტოკოლით მკურნალობდა.

,,ემპათიას" ხელმძღვანელი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმებმა ერთადერთი, რა რეკომენდაციაც შეასრულეს, არის ის, რომ დანიშნული ფსიქოტროპული მედიკამენტები სააკაშვილს შეუზღუდეს.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიმდინარეობდა არაადეკვატური სამედიცინო ინტერვენცია სააკაშვილის მიმართ. იგი გაწერილი იქნა ჰოსპიტალიდან არასამედიცინო ჩვენებით. ინტერვენცია ვერ განხორციელდა ისე, როგორც ,,ემპათია" მოითხოვდა ფსიქიატრიული დანიშნულების ცვლილებას. 

რაც შეეხება ნევროლოგიურ დანიშნულებას, ჩვენი რეკომენდაციები ჯიუტად არ შესრულდა, არე განხორციელდა, მაგალითად, თავის ტვინის ემერტე კვლევა, კუჭნაწლავის ტრაქტის კვლევა. 

შესაბამისად, არანაირი შეთანხმება ,,ემპათიასთან" მკურნალობის კურსთან დაკავშირებით არ მომხდარა - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.