ციმბირის ციკლონის უმძიმესი შედეგები - დასავლეთ საქართელო ისევ სტიქიის ზონაა

13.01.23 20:12
ციმბირის ციკლონის უმძიმესი შედეგები - დასავლეთ საქართელო ისევ სტიქიის ზონაა

ციმბირის ციკლონის უმძიმესი შედეგები. დასავლეთ საქართელო ისევ სტიქიის ზონაა. რეგიონებში დღესაც ძლიერი ქარია და ბოლო 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მიყენებული ზარალის რაოდენობა. სამეგრელოში 1000-მდე სახლია დაზიანებული, 600 იმერეთში, მნიშვნელოვანი ზარალია გურიაშიც. სახურავების გარეშეა დარჩენილი სკოლები და საბავშვო ბაღები. ასეულობით სოფელს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და გაზი. დღეს ეტაპობრივად დაიწყო ელექტროენერგიის აღდგენა, თუმცა სამუშაოებს კვლავ მძიმე  კლიმატური პირობები აფერხებს. 

სტიქიას გურიაში 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. გრიგოლეთის გზაზე ავტომობილს მოგლეჯილი ხე დაეცა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.  ცივ ზამთარში კომუკიკაციების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ჯერ უცნობია, როდის დაიწყება დაზიანებული სახლების აღდგენა და რა დრო დაჭირდება ასეულობით შენობის გადახურვას. დაზარალებულების ნაწილი ავარიული სახლებიდან ალტერნატიულ ფართებში გაასახლეს. ვითარება დასავლეთ საქართველოში უკიდურესად რთულია. ძლიერი ქარი ამ წუთებშიც მძვინვარებს და მოსახლეობას კიდევ ერთი მძიმე ღამის გადატანა მოუწევს.

რა ვითარებაა დასავლეთ საქაღთველოში - ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.