მაჩალიკაშვილები საქართველოს წინააღმდეგ - ევროსამართლო განაჩენს 19 იანვარს გამოაცხადებს

14.01.23 11:00
მაჩალიკაშვილები საქართველოს წინააღმდეგ - ევროსამართლო განაჩენს 19 იანვარს გამოაცხადებს

მაჩალიკაშვილები საქართველოს წინააღმდეგ. ევროსამართლო განაჩენს 19 იანვარს გამოაცხადებს.

პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას იმედი აქვს სტრასბურგიის გადაწყვეტილება საფუძველი გახდება ხელახალი გამოძიების დაწყების.

"ამდენი ჯოჯოხეთისა და სირთულეების გამოვლის მერე თვითონ ხელისუფლება უნდა დაისაჯოს ამ საქმესთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ მთელი ხელისუფლება ჩაერია ამის გაყალბებაში და ჩემი და ჩემი ოჯახის დადანაშაულებაში. მაშინდელი სუს-ის უფროსი სოსო გოგაშვილი, ირაკლი ჩიმაკაძე, ასევე ის სამივე სპეცრაზემელი, რომელიც იმყოფებოდა თემირლანის ოთახში. ასევე ირაკლი შოთაძე და პროკურორები. ასევე ის მოსამართლეები, მთელი ჯაჭვი იყო აქ შექმნილი, რომ ამ საქმით ხელისუფლება არ დაზიანებულიყო. მაშინვე ვიძახდი მე, თუ ეს საქმე სააშკარაოზე გამოვა, ხელისუფლებას თავზე დაენგრევა ყველაფერი-თქო", - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი. 

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ევროსასამართლოში სამი მუხლით დაობდა - სიცოცხლის უფლების წართმევა, წამება, ღირსების შემლახავი მოპყრობა და არაეფექტური გამოძიება.