15 იანვრიდან ქარი ჩადგება და გამოიდარებს - სინოპტიკოსების იმედისმომცემი პროგნოზი
ციმბირის ანტიციკლონი მცირდება - საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს. თბილისსა და რეგიონებში უნალექო ამინდები დღეიდანაა მოსალოდნელი, მაგრამ ტემპერატურის მატება 15 იანვრიდან მოხდება.
ქარის სიჩქარე დაიკლებს დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთში კი თოვა დღეს შეწყდება.
სინოპტიკოსები ამბობენ, რომ ქარი დასავლეთ საქართველოში, რომელმაც მოსახლეობას დიდი ზარალი მიაყენა, 15 იანვრის ღამის საათებში სრულად ჩადგება.