"ვივა მედში" გერმანელი ჟურნალისტები მივიდნენ - "შპიგელის" რეპორტიორები სააკაშვილზე ჟურნალისტურ გამოძიებას ამზადებენ
"ვივა მედში" გერმანელი ჟურნალისტები მივიდნენ. ევროპის უდიდესი და ყველაზე გავლენიანი მედიის
"შპიგელის" რეპორტიორები მიხეილ სააკაშვილზე ჟურნალისტურ გამოძიებას ამზადებენ.
ჩვენს კოლეგებს აინტერესებთ, რა მდგომარეობაშია ახლა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ვინ მოწამლა ის ციხეთა სისტემაში და ვინ დაარღვია მისი უფლებები.