ლიფტის შახტაში გარდაცვლილი ცოლ-ქმარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული - "ოცნება" ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას იხსნის

14.01.23 17:02
ლიფტის შახტაში გარდაცვლილი ცოლ-ქმარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული - "ოცნება" ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას იხსნის

ლიფტის შახტაში გარდაცვლილი ცოლ-ქმარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ტრაგედიის ადგილას ვაზისუბანში ცოტახნის წინ საკრებულოს დეპუტატი მივიდა. "ქართული ოცნება" მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნის და ამხანაგობას აკისრებს. სწორედ ამხანაგობა ქირაობს სპეციალისტს, ვინც ლიფტის გამართულ ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი. 

"ისნის რაიონის გამგეობამ შარშან 32 ლიფტის რეაბილიტაცია განახორციელა. ამას აქვს თავისი წესი,  განცხადების შეტანა უნდა ამხანაგობის კრების შედეგად. ეს ლიფტი შარშან არ ყოფილა მომართვიანობაზე. პასუხისმგებლობა ყოველთვის არის ამხანაგობაზე", - ამბობს  საკრებულოს დეპუტატი.

ტრაგედია თბილისში - ვაზისუბანში, მე-9 კორპუსში კორპუსში ლიფტის შახტაში ცოლ- ქმარი ჩავარდა. ორივე ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილლები ყვებიან, რომ ქალი ქმრის გადარჩენას ცდილობდა, როცა გაუმართავი ლიფტი ამუშავდა და ახალგაზრდა წყვილი მოიყოლა
 
გარდაცვლილები 35 წლამდე ასაკის არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.