ბავშვის განწირული ყვირილი იყო - ტრაგედია 5 წლის შვილის თვალწინ და გაუმართავ ლიფტს შეწირული ცოლ-ქმრის სიცოცხლე

14.01.23 20:00
ბავშვის განწირული ყვირილი იყო - ტრაგედია 5 წლის შვილის თვალწინ და გაუმართავ ლიფტს შეწირული ცოლ-ქმრის სიცოცხლე

ტრაგედია ხუთი წლის ბავშვის თვალწინ - თბილისში გაუმართავმა ლიფტმა ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაღუპულია 32 და 36 წლის ცოლ-ქმარი. ახალგაზრდები შვილთან ერთად ახალი წლის აღსანიშნავად სტუმრად მიდიოდნენ. ლიფტის კარი ისე გაიხსნა, რომ კაბინა სართულზე არ იყო. პირველი შახტაში მამაკაცი ჩავარდა, ცოლი დახმარებას ცდილობდა, როცა ლიფტი დაიძრა და ორივე მოიყოლა.

მეზობლები ყვებიან, რომ ამბავი ბავშვის განწირული ყვირილით გაიგეს. ვაზისუბანში არ მალავენ, რომ სამგზავრო საშუალებას პრობლემები ჰქონდა.

ისნის გამგებელი ამტკიცებს, რომ კორპუსის ამხანაგობისგან გამგეობაში ბოლო წერილი 2021 წელს შევიდა, მაგრამ არსად ლიფტის გაუმართაობა ნახსენები არ ყოფილა. 

მერიამ ახლა უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, რატომ არ იწყება დედაქალაქში ლიფტების მასობრივი შემოწმება.

ვაზისუბანში დატრიალებულ ტრაგედია - დეტალები ნახეთ, ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.