რეგიონების ნაწილი ისევ ჩაბნელებულია, არ მიეწოდებათ წყალი - სტიქიისგან დაზარალებულები შველას ითხოვენ
რეგიონების ნაწილი ისევ ჩაბნელებულია. ყინვაში ადამიანებს ისევ უშუქოდ და გათბობის გარეშე უწევთ ცხოვრება. დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს მეოთხე დღეა წყალიც არ მიეწოდება. არც ერთი პასუხისმგებელი პირი რეგიონებში არ ჩასულა. შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, მაგრამ ხალხი ამბობს, რომ ფორმალურად. მხოლოდ სამეგრელოში ათას ორასი სახლი სახურავის გარეშე დარჩა. დაზიანებულია სკოლები და საბავშვო ბაღები, ტაძრები და ამბულატორიები.
სტიქიისგან დაზარალებული დასავლეთ საქართველო - ნახეთ, თიკა მიგინეიშვილის რეპორტაჟში.