პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია ვაზისუბანში მომხდარ შემთხვევაში დამნაშავე პირი
პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებულია ადამიანი, ვინც პასუხისმგბეელი იყო ვაზისუბანში ლიფტის უსაფრთხოებაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იდენტიფიცირებულიც კი არ ჰყავს პირი, ვის დაუდევრობასაც ორი ადამიანის სიცოცხლეეე შეეწირა.
იმ კორპუსის მაცხოვრებლები, სადაც ტრაგედია დატრიალდა, ყვებიან, რომ ლიფტის სარგებლობისთვის თვეში 7 ლარს იხდიდნენ, თუმცა ის ხშირად ფუჭდებოდა, რადგან მოძველებულუ იყო.
ეს ძველი ლიფტია, იყო ამორტიზირებული, ხშირად ფუჭდებოდა და ფეხით გვიწევდა გადაადგილება. ხან კარი არ იკეტებოდა და აკეთებდნენ, ფულს ვკრებდით ამისთვის და ისინი ხედავდნენ ამ საქმეს.
ამხანაგობა ბევრად ვერ აქცევს ყურადღებას, რომელიმე კომპანიას რომ ჰქონდეს ჩაბარებული, უკეთესი იქნებოდა - ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი.
გამოკითხვები ისნის რაიონის მთავარ სამმმართველოსთან დღის მეორე ნახევარში განახლდება. თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სპეციალისტები სავალდებულო ტექინსპექტირებაზე ალაპარაკდნენ.
ქალაქში არსებული 13 ათასი ლიფტიდან დიდი ნაწილი მოძველებულია. სამგზავრო საშუალებებს არავინ ამოწმებს.
ტრაგედია თბილისში, ვაზისუბანში, მე-9 კორპუსში, მოხდა. კორპუსის ლიფტის შახტაში ცოლ- ქმარი ჩავარდა. ორივე ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ ქალი ქმრის გადარჩენას ცდილობდა, როცა გაუმართავი ლიფტი ამუშავდა და ახალგაზრდა წყვილი მოიყოლა.