ქუთაისში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

15.01.23 12:19
ქუთაისში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

ქუთაისში სტიქიის შედეგებს ითვლიან - დაზიანებულია 250-ზე მეტი შენობა,  სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მსუბუქი ავტომობილები. ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ გაზისა და ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები - ,,ენერგო პრო ჯორჯია" და ,,სოკარ ჯორჯია გაზი". მოსახლეობის დიდ ნაწილს მეხუთე დღეა, შეზღუდვით, ან სრულად არ მიეწოდება წყალი, გაზი და დენი.

ქუთაისის მერია ირობას დებს, რომ დაზარალებულებს რეალურ დახმარებას გაუწევენ.

აქტიურად მიმდინარეობს ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები, მერიის სამსახურები ჩართულია პროცესში. პარეალელურ რეჟიმში ხდება სტიქიის შედეგების დათვლა.

ამ დროის მონაცემებით, 250-მდე ობიექტია დაზიანებული, მათი სახურავები, ამიტომ პარალელურ რეჟიმში ხდება შესყიდვა სამშენებლო მასალების. 

უახლოეს პერიოდში ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად მოვახდენთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. - აცხადებს ირაკლი შენგელია, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე.