ენით აუღწერელი უპასუხისმგებლობაა - ტექნიკურად გაუმართავი ლიფტი უნდა დაილ;უქოს - უსაფრთხოების ექსპერტი

15.01.23 13:26
ენით აუღწერელი უპასუხისმგებლობაა - ტექნიკურად გაუმართავი ლიფტი უნდა დაილ;უქოს  - უსაფრთხოების ექსპერტი

უსაფრთხოების ექსპერტი, არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი, მოუწოდებს ხელისუფლებას, მოძველებული და ექსპლუატაციის ვადაგასული ლიფტები დალუქოს, ხმარებიდან ამოიღოს.

არქიტექტორი მიიჩნევს, რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან არაპოპულარული ნაბიჯი იქნება, მაგრამ უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

სახელმწიფომ უნდა მიიღოს არაპოპულარული გადაწყვეტილება და ლიფტები, რომელთა ექსპლოატაციაც არ შეიძლება, უნდა დალუქოს. 

25 წელი გავიდა, უკვე ვადაგასულ ლიფტებს არანაირი ყურადღება არ ექცევათ, უკეთეს შემთხვევაში, ყულაბა არის და ხურდები გროვდება, იმით აკრეფილი ფულით რემონტდება ლიფტები. 

ეს არის ენით აუწერელი უპასუხისმგებლობა. ავტომობილი, რომელსაც არ აქვს მუხრუჭი, საჭე არ უმუშავებს, ტექდათვალიერებას ხომ ვერ გადის? მას ხომ აჩერებენ? მაშინ უნდა ვთქვათ, მძღოლმა რა ქნას, ოჯახი აქვს სარჩენიო?! - აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი. 

ვაზისუბანში ტექნიკურად გაუმართავმა  ლიფტმა ახალგზრდა ცოლ-ქმარის სიცოცხლე შეიწირა. დამნაშავე პირი პოლიციას ამ დრომდე არ გამოუვლენია.