თურქეთში ქართველი ,,კანონიერი ქურდი", რეზო ლორთქიფანიძე, მოკლეს
თურქეთის ქალაქ ტრაპზონში ქართველი კანონიერი ქურდი, რევაზ ლორთქიფანიძე, იგივე რეზო თბილისკი, მოკლეს. კრიმინალური ავტორიტეტს მანქანიდან ესროლეს.
მძიმედ დაჭრილი ლორთქიფანიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს
თურქული მედია წერს, რომ ლორთქიფანიძის მკვლელობის საქმეზე ორი ეჭვმიტანილია დაკავებული.
რეზო თბილისკი 64 წლის იყო და სხვადასხვა ორგანიზებულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, მონაწილეობდა ქურდული საერთოს, ე. წ. "ობშიაკის" შეგროვებისა და განკარგვის საკითხებში.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლული კანონიერი ქურდი გოგა ხაინდრავას მეგობარი იყო.