ბუბა კიკაბიძეს ხუთშაბათს დაკრძალავენ
კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალში", სადაც ცნობილი ქართველი მომღერალი, ბუბა კიკაბიძე, გარდაიცვალა, გადასვენების პროცედურები მიმდინარეობს.
კლინიკასთან შეკრებილი არიან ბუბა კიკაბიძის მეგობრები, ახლობლები, ოჯახის წევრები.
ოჯახის ინფორმაციით, თავდაპირველად მომღერალს სახლში, საბურთალოზე, გადაასვენებენ, ხოლო სამოქალაქო პანაშვიდებთან დაკავშირებით 2 ლოკაცია განიხილება - ფილარმონია და ქაშუეთის ეკლესია.
ბუბა კიკაბიზის ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ბოლო 2 თვის განმავლობაში კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალში" ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო.
ბუბა კიკაბიძეს ხუთშაბათს დაკრძალავენ.