ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებელია

15.01.23 16:25
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში  სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებელია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში  სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით,  რეგიონში გაზმომარაგება აღდგენილია, ხოლო ელექტროენერგიის კუთხით,   დარჩენილია ინდივიდუალური დაზიანებები.

ხელისუფლების ინფორმაციით, ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას" ტექნიკური ბრიგადები პრობლემის მოგვარების მიზნით უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

რეგიონში ძლიერი ქარის გამო მოგლეჯილია ხეები, სახურავის გარეშეა დარჩენილი კერძო სახლები, კორპუსები და სხვა შენობები. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა ზარალი მიადგა გურიის რეგიონს. ამას სპეციალურად შექმნილი კომისია შეისწავლის.

წინასწარი ინფორმაციით, ლანჩხუთს მილიონი ლარის ზარალი მიადგა.