მშვიდად განისვენე სინათლის ადამიანო - ანდრეი ერმაკი კიკაბიძეს

15.01.23 16:54
მშვიდად განისვენე სინათლის ადამიანო - ანდრეი ერმაკი კიკაბიძეს

მშვიდად განისვენე სინათლის ადამიანო - ას ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, ცნობილი ქართველი მომღერლის, ბუბა კიკაბიძის, გარდაცვალების ფაქტს. 

ქართველი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვახტანგი უკრაინის დიდი მეგობარი იყო, მშვიდად განისვენე სინათლის ადამიანო! - წერს ერმაკი. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 2022 წლის 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბუბა კიკაბიძე „იაროსლავ ბრძენის ორდენით“ დააჯილდოვა.

ბუბა კიკაბიძე დღეს 84 წლის ასაკში ხანგძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.