აქცია ლაგოდეხში - სოფელ კაბალის მაცხოვრებლები საძოვრების გასხვისებას აპროტესტებენ
კახეთში საძოვრების გასხვისებას აპროტესტებენ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ კაბალში ადგილობრივმა ფერმერებმა აქცია გამართეს.
კაბალის მაცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ დაგეგმილია მიწის ნაკვეთის გასხვისება, რომელსაც სოფელი 70 წელია, საძოვრად იყენებს.
ირკვევა, რომ მოსახლეობამ რამდენჯერმე მიმართა დახმარების თხოვნით ლაგოდეხის მერს, თუმცა უშედეგოდ.
ლაგოდეხის მერიას უნდა, ის საძოვრები გაყიდოს, რითაც აქ მოსახლე 18 ათასი ფერმერი სარგებლობს. ეს როგორ შეიძლება?
ეს რა მთავრობაა, ხალხს აწვალებენ, ერთი მეორეს აჩხუბებენ. - აცხადებს ადგილობრივი ფერმერი.
კაბალის მოსახლეობამ უკვე მიმართა იუსტიციის სამინისტროს, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა ტიპის მიწად უნდა გაფორმდეს კაბალის გარშემო არსებული ტერიტორია, რომელსაც ადგილობრივები წლებია, საძოვრებად იყენებენ.