შსს-მ აქამდე ვერ დაადგინა, ვის დაუდევრობას შეეწირა ვაზისუბანში ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე

15.01.23 19:41
შსს-მ აქამდე ვერ დაადგინა, ვის დაუდევრობას შეეწირა ვაზისუბანში ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე

ტრაგედიიდან 24 საათზე მეტი გავიდა, თუმცა, არცერთი პასუხისმგებელი პირი პოლიციას არ დაუსჯია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ ვერც ადგენს, ვის დაუდევრობას შეეწირა ახალგაზრდა ცოლ- ქმრის სი-ცოცხლე.

ამორტიზებული ლიფტი ახლა დალუქულია. ვაზისუბანში ადასტურებენ, რომ სამგზავრო საშუალებას პრობლემები ჰქონდა,  არ იკეტებოდა კარი, ხშირად ფუჭდებოდა, ჩერდებოდა მაგრამ მას მაინც იყენებდნენ.  ლიფტი მინიმუმ ორი წელია, არ შეუმოწმებიათ.

საკრებულოს ოპოზიცია და სპეციალისტები გამოდიან წინადადებით:  სასწრაფოდ ჩაუტარდეს თბილისის 13 ათასივე ლიფტს ინსპექტირება და უვარგისი სამგზავრო ამწეები პრევენციის მიზნით დალუქონ.

უფრო ვრცლად იხილეთ ნინი ელიკაშვილის სიუჟეტი.