უკონკურენტო არჩევნები ფეხბურთის ფედერაციაში - პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ კობიაშვილი დასახელდა
ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები ერთადერთი კანდიდატით - პრეზიდენტად კენჭს მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატი იყრის. ლევან კობიაშილს საფეხბურთო ოჯახიდან კონკურენტი არ ჰყავს.
12 საათზე ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაა. დღეს ყრილობის მოსამზადებელი სამუშაოები უნდა განიხილონ.
სპორტის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ კობიაშვილის მმართველობის პერიოდში ქართული ფეხბურთის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ქართული ფეხბურთისთვის ბიუჯეტიდან ათობით მილიონი იხარჯება, თუმცა შედეგი არ არის, ქართული კლუბების წარუმატებლობა წლიდან წლამდე რეკორდულად ეცემა.
სპეცლიასტების თქმით, კონკურენციას აზრი არ აქვს, ვინაიდან გადაწყვეტილება ისე იქნება მიღებული, როგორც ეს "ქართულ ოცნებას" სურს.
გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი და ბიძნა ივანიშვილს ვინც უნდა, ფაქტორბივად, ნიშნავს მას. აზრი არა ქვს, გამარჯვების შანსი არის ნული. ყველაფერს იზამენ, იქ ჩაერთვება ალბათ უშიშროება, ჩაერთვებიან ძალოვანი სტრუქტურები და კონკურენტებს, ფაქტობრივად, შანსის გარეშე ტოვებენ და მორჩლება ურჩევნიათ ამ შემთხვევაში. ფაქტობრივად, უკვე ფორმალობაა და იქ ერთხმად აირჩევენ თუ იქ ვიღაცა ითამაშებს, სპექტაკლს დადგამენ, ფაქტობრივად, ყველა თანახმაა, რადგან კონკურენტი არ ჰყავს. შეგვიძლია უკვე,კიდეც მივულოცოთ 4 წლით გამარჯვება. არ მინახავს, რომ რომელიმე კლუბის ან ხელმძღვანელი ან პასუხისმგებელი პირი გამოვიდეს და რამე პრეტენზია ჰქონედს, იმიტომ, რომ პრეტენზია ექნება და ვერაფერს მიიღებს, - ამბობს სპორტული ანალიტიკოსი, თბილსიის საკრებულოს წევრი ენმ-დან მამუკა გუგეშაშვილი.