რა უთხრა ბუბა კიკაბიძემ მიხეილ სააკაშვილს ბოლო შეხვედრაზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა მიხეილ სააკაშვილის მორიგ სასამართლო პროცესზე საუბრობს. გიული ალასანია ამბობს, რომ მისი მოლოდინით, "ხვალ იქნება ისევ 10 საათიანი დაკითხვა და შემდეგ ისევ საუკუნით გადადებენ" პროცესს.
რაც შეეხება ე.წ. სააკაშვილის სიას, გიული ალასანიას თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
პრეზიდენტის დედამ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ლეგენდარულ არტისტსა და მიხეილ სააკაშვილს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ.
ბუბა კიკაბიძემ ძალიან ბევრჯერ მოინახულა ჩემი შვილი. გორში, "ვივა-მედში", ბოლოს, რომ მნახა, შეჩერდა კარებთან და მითხრა: მიშა, ძალიან მიყვარხარო"- აღნიშნა გიული ალასანიამ.