კიკაბიძე იყო უკრაინის დიდი მეგობარი, არასდროს ეშინოდა ყვავისთვის ყვავი ეწოდებინა - არესტოვიჩი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმიანება:
"გუშინ თბილისში 85 წლის ასაკში ვახტანგ კიკაბიძე გარდაიცვალა.
ის იყო უკრაინის დიდი მეგობარი და უდიდესი ხელოვანი, ადამიანი უზარმაზარი სულითა და დიდი პირადი სამოქალაქო გამბედაობით, რომელსაც არასდროს ეშინოდა ყვავისთვის ყვავი ეწოდებინა.
ცათა სასუფეველი დაიმკვიდროს - წერს არესტოვიჩი.