5 ივლისის საქმე - სააპელაციო სასამართლომ დღეს განაჩენი უნდა გამოაცხადოს
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ დღეს 5 ივლისის საქმეზე განაჩენი უნდა გამოაცხადოს. მსჯავრდებულებს შორის "ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე თავდამსხმელები არიან. ექვსიდან ერთი დავით კუტალაძეა, რომელიც ლექსო ლაშქარავას ფიზიკურად "სირცხვილიას" ოფისში გაუსწორდა.
სასამართლოშ იმყოფებიან მსჯავრდენულების მხარდამჭერი რადიკალებიც.
საქალაქო სასამართლომ მოძალადეები პატიმრობაში 5 წლით გაუშვა, თუმცა ისინი დანაშაულს არ აღიარებენ და დღესვე დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
შეცვლის თუ არა მოსამართლე მაია თეთრაული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ცნობილი რამდენიმე წუთში გახდება.