5 ნაცვლად 4 წელი - სააპელაციომ 5 ივლისის სააქმეზე მსჯვარდებულებს სასჯელი შეუმცირა
5 ნაცვლად 4 წელი - 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებნულებს სააპელაციო სასამართლომ სასჯელი შეუმცირა. გადაწყვეტილება მოსამართლე მაია თეთრაულმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
რაც შეეხება "სირცხვილიას" ოფისში ლექსო ლაშქარავაზე თავმსხმელ დავით კუტალაძეს, სასჯელის სახით მასაც 4 წლით პატიმრობა მიესაჯა.
მოსამართილის გადაწყვეტილებას სასამართლო დარტბაზში მსჯავრდებულების და მათი მხარდამჭერი რადიკალების პროტესტი და ხმაური მოჰყვა. მოსამართლის მისამართით ისმოდა გინებაც.
"ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე თავდამსხმელები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.
"ტვ პირველის" გადამღების ჯგუფის გარდა, მსჯავრდებულებს პროკურატურა საზოგადოებრივი არხის ოპერატორზე, ილია თვალიაშვილზე თავდასხმასაც ედავება.