რატომ არ ჰყავს ლევან კობიაშვილს კონკურენტი - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს პასუხი არ აქვს

16.01.23 13:39
რატომ არ ჰყავს ლევან კობიაშვილს კონკურენტი - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს პასუხი არ აქვს

ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა დასრულდა. "პირველებმა" ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, ჰკითხა, რატომ არ მონაწილეობის პრეზიდენტის არჩევნებში მის გარდა არავინ, თუმცა კობიაშვილს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

კობიაშვილი ამბობს, რომ კონკურენცია მას მხოლოდ გაუხარდებოდა, თუმცა ფაქტია, რომ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი არავის აქვს.

15 რიცხვი იყო ბოლო თარიღი როგორც ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე, ასევე აღმასკომის წევრების არჩევნებზე, შესაბამისად, 29 სუბიექტმა, წევრმა წარმადგინა მე, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივია.

მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წლების განმავლობაში გვერდში მედგა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვარ 2015 წლიდან, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, გამიხარდებოდა, კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყვნენ სხვა კანდიდატები, თუმცა ეს კითხვა უნდა დასვათ სხვაგან, - თქვა კობიაშვილმა.