"რუსული მეთოდია" - ნიკა მელია ყვარელში მომხდარ ინციდენტზე

16.01.23 14:58
"რუსული მეთოდია" - ნიკა მელია ყვარელში მომხდარ ინციდენტზე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, ყვარელში გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და მას რუსულ მეთოდს უწოდებს.

საუბარია "ალტ-ინფოს" წევრების შეურაცხმყოფელ ქმედებებზე, რომლებმაც ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

წარსულშიც და ახლაც, საქართველოს მოწინავე  პატრიოტები  მის უკეთეს ბედს განათლებას უკავშირებდნენ. ასე იყო  ერეკლე მეფეც. არ შეიძლება, მის სახელს  ილია ჭავჭავაძეზე  ლექციის ჩასაშლელად და  განათლების საწინააღმდეგოდ  იყენებდნენ. 
გუშინ ყვარელში  პოლიციამ კიდევ ერთხელ დაუშვა კანონით დაუშვებელი. საქართველო არ შეიძლება, იყოს ქვეყანა, სადაც შეკრებისა და  გამოხატვის თავისუფლებას  ასე ბრუტალურად ზღუდავენ.

ეს რუსული მეთოდია. საქართველო გააგრძელებს  გზას ევროპისკენ, - წერს სოციალურ ქსელში ნიკა მელია.