დაკავებულია 46 წლის კაცი, რომელმაც ყოფილ პარტნიორს ინტიმური ფოტოები გაუვრცელა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 1977 წელს დაბადებული ვ.ყ. მასთან თანაცხოვრებაში მყოფ ქალბატონს ინტიმური შინაარსის ფოტოებს ფარულად უღებდა.
ბრალდებულმა შანტაჟის და შურისძიების მიზნით „facebook“-ზე დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები განათავსა, რითაც მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო ხელყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2023 წლის 13 იანვარს დაკავებული იქნა ბრალდებული ვ.ყ.
ზემოაღნიშნულ პირს, საქართველოს პროკურატურამ, 2023 წლის 15 იანვარს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარუდგინა - ნათქვამია სპეციალური ოპერატიული სამსახურის განცხადებაში.
ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.