დეკემბერში ყველაზე მეტი თანხა საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა
2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 535.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი 133.2%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკით, გზავნილების 59.28% რუსეთის ფედერაციაზე მოდის - 317.31 მილიონი დოლარი, რაც 699.23%-ით მეტია 2021 წლის დეკემბერთან შედარებით.
გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- რუსეთის ფედერაცია - $ 317.31 მლნ;
- იტალია - $43.20 მლნ;
- აშშ - $34.3 მლნ;
- საბერძნეთი - $20.67 მლნ;
- ისრაელი - $19.05 მლნ;
- გერმანია - $16.95 მლნ;
- ყაზახეთი - $12.86 მლნ;
- ყირგიზეთი - $10.67 მლნ;
- თურქეთი - $9.16 მლნ;
- ესპანეთი - $5.22 მლნ;
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკა ნახეთ აქ