,,რეზო თბილისკის" მკვლელობაში ბრალდებული პირები თურქული სასამართლოს წინაშე წარსდგნენ

16.01.23 18:14
,,რეზო თბილისკის"  მკვლელობაში ბრალდებული პირები თურქული სასამართლოს წინაშე წარსდგნენ

პირები, რომლებიც ტრაბზონში მომხდარ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის, რევაზ ლორთქიფანიძის მკვლელობაში არიან ბრალდებული, სასამართლოში გადაიყვანეს - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქული გამოცემის ინფორმაციით, ტრაპზონში, ომრას რაიონში, ქართული მაფიის ლიდერზე შეიარაღებული თავდასხმაში მონაწილე 2 პირი, რომელთაგან ერთი საქართველოს, ხოლო მეორე ყირგიზეთის მოქალაქეა, გაძლიერებული დაცვის თანხლებით  სასასმართლოში გადიყვანეს. 

საქართველოს მოქალაქე, 65 წლის რევაზ ლორთქიფანიძე წინა დღის საღამოს ტრაპიზონის იომრას რაიონის კაშუსტუს უბანში, 61 VN 966 სანომრე ნიშნის მანქანით მივიდა ავტოსადგომზე. მის მიმართ ცეცხლი გახსნეს ბულგარული სანომრე ნიშნების  CB 7949 TC  მქონე მანქანიდან.

ლორთქიფანიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თურქეთის პოლიციამ  მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები  სამსუნში დააკავა და ტრაპიზონის პოლიციაში გადაიყვანა. 

ირკვევა, რომ მანქანაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლული საქართველოს მოქალაქე, რევაზ ლორთქიფანიძე, იყო ბანდის მეთაური, მეტსახელად „რეზო თბილისი“ და, სავარაუდოდ, ის ხელმძღვანელობდა სხვადასხვა ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდებს საფრანგეთსა და რუსეთში - წერია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.